top of page

უნდილაძეების ოჯახი

აკაკი წერეთელი: ძალაა ქვეყნის დიდება

ჭეშმარიტება არს ძალა

წესები ისევ ძველია

მხოლოდ გზა გამოიცვალა

Ipsa scientia potentia est – Sir Francis Bacon

Praecognitum: 

ტეტრალოგიის პარტიტურა

პარტიტურის საბოლოო სახის მისაცემად

აუცილებელია

მაღალი პაროდიით და ციტაცია-ალუზიით აგებული ტეტრალოგიის

პოლილინგვური ლიბრეტოს ოთხი წიგნის (ოთხი დღე)

და კომენტარების (მეხუთე წიგნი)

რედაქტირება, კორექტურა, დაკაბადონება,

ინგლისურ ენაზე თარგმნა

და ინგლისური თარგმანის

ტეტრალოგიის პარტიტურაში გადატანა

ლიბრეტო (თ.ბ.) 

შედგენილი ტეტრალოგიის პარტიტურაზე

მუშაობის დასრულების შემდეგ

 კომენტარებით

კითხვა, რომელიც შეიძლება გაჩდეს: პარტიტურაზე მუშაობის დასრულების შემდეგ?!.. შედგენილი?!.. 

შედგენილი: კიბე რომელიც არაფერს ეყრდნობა… პარტიტურაზე მუშაობის დასრულების შემდეგ: წონასწორობის დაცვით ასვლა იმ კიბეზე, რომელიც არაფერს ეყრდნობა...

კითხვა: ლიბრეტო თუ ანტილიბრეტო?.. თუ?!.. ან უფრო მუსიკალური კომპოზიციის ვერბალური ვარიანტი… არა?!..

მუტაცია: ოთხი დღის პარტიტურის  ვერბალური მუტაცია ანუ უნდილაძეების ოჯახის ოთხი დღე ფლორენციის კამერატას არაჩვეულებრივი გაუგებრობის არტისტულ სივრცეში... 

კითხვა: ...ანუ Gesamtkunstwerk?.. 

Gesamtkunstwerk: ერთი ოჯახის ამბავი ყველა ხელოვნების გზაჯვარედინზე… უპირიანი იქნება თუ ვიტყვით:  სხვათა დიდი ომების შემყურე ოჯახის სამი ათასი წელი და ოთხი დღე... ხმელეთის 0,047% აბრეშუმის გზაზე და იმპერიების გზების შესაყარ-გასაყარზე...

Nihil sub sole novum

არაფერია მზის ქვეშ ახალი

თაობათა უწყვეტი კავშირი

უნდილაძეების ოჯახის ალბომი:

...და არა რაჲ არს ყოველივე მზესა ამას ქუეშე...

მაგრამ მაინც სულ ვიცინი...

მაინც...  მაინც...

ვიცინი... არ ვსტირი!

”ქართული კინო სრულიად უჩვეულო ფენომენია, მკვეთრი, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად მიამიტი და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ეს (ჩემი ატირება) არც ისე ადვილია".

ფედერიკო ფელინი

"Georgian film is a completely unique phenomenon, vivid, philosophically inspiring, very wise, childlike. There is everything that can make me cry and I ought to say that it (my crying) is not an easy thing".

Federico Fellini

...შედევრები მაინცდამაინც თავისუფლების დროს იქმნება?.. სერვანტესმა შედევრები ინკვიზიციის დროს შექმნა...
...ჩვენს სიახლოვეს: გოგოლი... ჩეხოვი... ცენზურის პირობებში პროზაში ვერ ასახავდა და ცენზურის გამო სცენისთვის ვერ გაახერხებდა ყველაფერს ან ერთი და ან მეორე?!..
...მცირე თეატრის კნიაზ სუმბატოვი?!.. მისი ღალატი სიახლოვის სიახლოვეზე: როგორც სულშეხუთვა სულშეხუთვათა როგორღაც სამხრეთულად შებრუნებული და სამხრეთული უზრუნველობით Dramma-Giocoso-ად ერთსიტყვად "В мощных объятиях" ქცეული ანუ: სულშეხუთვათა-სულშეხუთვა როგორღაც გაახერხა?!..
...და ჩვენში: დადიანი...

...გუშინდელნი?!..

...და გუშინდელნიც და დიამბეგო და ქალს გიქებენო დღესაც და თავსდავანგრიოთ და ჩავუხტეთო და ღვიძლიძმანია და... ...თავსდავანგრიოთ... დამანახეთ გენიოსი ცენზურა ახრჩობს და ამიტომ ვერ ქმნს... ...ასეთები ბუნებაში არსებობენ?!..
...ასეთები არსებობენ?!..
...არსებობენ?!..
...ასეთები?!.. თავისუფლება უმთავრესია ცხოვრებაში?!.. ჩინელებს საერთოდ არა აქვთ თავისუფლების ცნება როგორც ასეთი... მცდარია აზრი?!.. თუ სიბრძნეა ბალავარისა?!.. ვარლამისა და იოსაფატისა?!..
...აქედან:
ცენზურა არასოდეს წარმოადგენდა შედევრის შექმნის ბარიერს...

...რადგანაც:

ყოველგვარი შემოქმედება თვითაა თავისუფლება (კულტურის ფილოსოფოსის უმთავრესი OPUS SUMMUM ამას გვეუბნება) ე. ი. გარეშე თავისუფლებისა ("თავისუფლება" და თავისუფლება: სიტყვა და ცნება) არაგვარი შემოქმედება არ არსებობს...

bottom of page